Saturday, November 10, 2018

დღე მეცხრე

რეფლექსია
დღემ  არაჩვეულებრივად  ჩაიარა.  მიღებული  ცოდნა  გამოვიყენეთ  და თითოეულმა  მსმენელმა  ტრენინგის  ფარგლებში  გაკეთებული  სასწავლო  პროექტების  პრეზენტაცია გავაკეთეთ.  ძალიან სასიამოვნო  მსმენელთა  იდეები,  გაფორმება და  შესრულებიოს  სტილი. მადლობა  ბატონ  დავითს  გაწეული  შრომისთვის! თქვენი  მისია  შესრულებულია,  მსმენელები  "დასნებოვნებულები"  არიან კომპიუტერული  ტექნოლოგიის "ვირუსით".  სასიამოვნო  და  სასარგრბლო  იყო ერთად  გატარებული  9  დღე.  კიდევ  ერთხელ  გმადლობთ!

Sunday, November 4, 2018

დღე მერვე

რეფლაქსია
დღემ  კვლავაც  ძალიან  საინტერესოდ  ჩაიარა.  ჩამოვაყალიბეთ  დავალებების  ნუსხა  და  თვალი  გადავავლეთ  უკვე  შესრულებული  დავალებების  მართებულობას.  გავიმეორეთ  ყველა  საჭირო,  უკვე  ნასწავლი  ნიუანს  და  განვამტკიცეთ  ის  პრაქტიკულად.  დღემ  მართლაც  საინტერესოდ  ჩაიარა,  რასაც  ხელს  უწყობდაქ  ჩვენი  არაჩვეულებრივი  ტრენერი  და  გარემოს  კარგი  ტემპერატურა.

Saturday, November 3, 2018

დღე მეშვიდე

დღეს  ძალიან  დავიღალე.  გარემოს  მაღალმა  ტემპერატურამ,  ტვინის  უჯრედები  გადაახურა  და  ბევრი  ინფორმაციის  დამახსოვრება  ვერ  შევძელი. ვისაუბრეთ  შეფასების  რუბრიკებზე,  რომლებსაც  გამოვიყენებთ  ჩვენი  პროექტის